ამერიკის თავდაცვის მდივანმა დაადასტურა, რომ ნატოში მისაღებად დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების იმედი არ უნდა გვქონდეს – დავით ჩიხელიძე

-ს თავდაცვის მდივანმა დაადასტურა, რომ ნატოში მისაღებად დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების იმედი არ უნდა გვქონდეს, ნატო საქართველოსთან დაკავშირებით კვლავ, ღია კარს მიღმა დახურული კარის პოლიტიკას გააგრძელებს, რომლის გაღებას შესაძლოა ათწლეულები დაჭირდეს, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე -ს თავდაცვის მდივნის განცხადებას, რომლის თქმითაც, ის ვერ ხედავს რაიმე სურვილს ან ნიშნებს, რომ განატოს გაფართოება უახლოეს მომავალში მოხდება.
ჩიხელიძის თქმით, სამწუხაროა, რომ ნატო და პარტნიორები, საქართველოს მიერ გავლილი ეკლიანი გზის ადეკვატურ შეფასებას არ ახდენენ და პოლიტიკური კონიუნქტურის ტყვეობაში მყოფნი, მოკლებულნი არიან ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას.
„MAP-ზე უკეთესის გახსოვთ? ნაცებმა საკუთარი სტრატეგიული მარცხი, საზოგადოებას გამარჯვებად რომ შეასაღეს… აშშ-ს თავდაცვის მდივნის განცხადებით ნატოს გაფართოება დაგეგმილი, არათუ ამ ეტაპზე, არამედ უახლოეს მომავალში არ არის, მიუხედავად ქვეყნების სურვილისა გახდნენ ნატოს წევრი, ჩვენ(ნატოს წევრი ქვეყნები) ამ ეტაპზე ნატოს სტაბილიზაცია გვსურს! აშშ-ს თავდაცვის მდივანმა დაადასტურა, რომ ნატოში მისაღებად დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების იმედი არ უნდა გვქონდეს, ნატო საქართველოსთან დაკავშირებით კვლავ, ღია კარს მიღმა დახურული კარის პოლიტიკას გააგრძელებს, რომლის გაღებას შესაძლოა ათწლეულები დაჭირდეს. სამწუხაროა, რომ ნატო და პარტნიორები, საქართველოს მიერ გავლილი ეკლიანი გზის ადეკვატურ შეფასებას არ ახდენენ და პოლიტიკური კონიუნქტურის ტყვეობაში მყოფნი, მოკლებულნი არიან ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას“, – წერს ჩიხელიძე.
ამ თემაზე:
რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, მე ვერ ვხედავ რაიმე სურვილს ან ნიშნებს, რომ ჩვენ ამას გავაგრძელებთ უახლოეს მომავალში – ამერიკის თავდაცვის მინისტრი

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს