უკრაინულ-პოლონური გემი, რომელსაც თავს „ჰუსიტები“ დაესხნენ, ეკიპაჟმა დატოვა

უკრაინულ-პოლონური გემი, რომელსაც თავს „ჰუსიტები“ დაესხნენ, ეკიპაჟმა დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას -ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, M/V Verbena-ს ეკიპაჟმა, რომელიც ს ეკუთვნის და პოლონეთი მართავს, იემენელი „ჰუსიტების“ სარაკეტო იერიშის შემდეგ გემი დატოვა.
ცენტრალური სარდლობის განცხადებით, 13 ივნისს „ჰუსიტებმა“ ორი სარაკეტო შეტევა განახორციელეს. შაბათს, 15 ივნისს, ეკიპაჟმა დახმარების თხოვნის სიგნალი გაუშვა, რომელშიც მითითებული იყო, რომ ისინი გემს ტოვებდნენ.
მეზღვაურები გემმა, M/V Anna Meta-მ აიყვანა და ისინი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით