“ხშირად, ჩვენი ოპონენტებისგან მაღლივი ნაგებობების დემონიზირება ხდება – დილეტანტურად ჟღერს, როდესაც ცათამბჯენს სალანძღავ სიტყვად იყენებენ”

ხშირად, ჩვენი ოპონენტებისგან მაღლივი ნაგებობების დემონიზირება ხდება, ძალიან დილეტანტურად ჟღერს როდესაც ცათამბჯენს, როგორც სალანძღავ სიტყვას ისე იყენებენ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„მთელ მსოფლიოში მაღლივი კორპუსი მიიჩნევა, რომ არის მიწის რესურსის ეფექტური გამოყენების საშუალება. იქ, სადაც ამის შესაძლებლობა არის, მაღლივი კორპუსები პირიქით, უფრო მისასალმებელია, უფრო კარგია მათ შორის ქალაქისთვის და ამაში ცუდი არაფერია. რატომ ახდენენ ჩვენი ოპონენტები ამ თვალსაზრისით აპელირებას, ჩემთვის გაუგებარია.

რაც უფრო მაღალია ნაგებობა, მით უფრო დიდია დეველოპერის ხარჯი. დეველოპერები ცდილობენ, გარკვეულ სიმაღლეს არ ასცდნენ, რომ მათი დანახარჯები არ გაიზარდოს. ამ შემთხვევაში ჩვენ, მუნიციპალიტეტი და მერია ვართ ის სტრუქტურები, ვინც მათ უბიძგებს იმისკენ, რომ სადაც შესაძლებელია სიმაღლე უფრო გაზარდონ, იმიტომ რომ უფრო მეტი მიწა დაეთმოს რეკრეაციას, დასასვენებელ სივრცეებსა და ა.შ.“, – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს