ორმაგი სტანდარტი: არის თუ არა ჩინეთი საქართველოს „სტრატეგიული მეგობარი“?

ჩინეთის საელჩოს საქართველოში, ჯერჯერობით, არანაირი განმარტება არ გაუკეთებია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში, ჩინელი ბიზნესმენების უკანონო ვიზიტების გამო.
აპრილსა და მაისში, რუსულ-ჩინურმა დელეგაციამ, ოკუპირებული ცხინვალის და ჯავის რაიონი მოინახულა, მათი ინტერესის სფეროს, წლების წინ მიტოვებული, კვაისას ტყვია-თუთიის საბადო წარმოადგენდა.
ჩემი პირველი ვიზიტია ამ ქვეყანაში, გავეცანი ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს, აღფრთოვანებული ვარ ადგილობრივი კულტურით და კეთილგანწყობით” ინხუეი ვუ, ჩინეთის საინვესტიციო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში
დელეგაციის შემადგენლობაში იყო, ჩინეთის საინვესტიციო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი ინხუეი ვუ. მან სეპარატისტების ლიდერებთან ალან გაგლოევთან, კონსტანტინ ჯუსოევთან და სეპარატისტების ერთ-ერთ სპონსორთან, რუსული სამშენებლო კომპანია „სტროიპროგრესის“ მეპატრონე ალბერტ ჯუსოევთან ერთად (იგი კვაისადან არის), ჯავის რაიონში, კვაისას ტყვია-თუთიის საბადოსა და გამამდიდრებელი კომბინატის აღდგენის შესაძლებლობები განიხილა.
“მე წარმოვადგენ ჩინურ საინვესტიციო კომპანიას, ჩვენ ჩამოვედით აქ რუს პარტნიორებთან ერთად, მათგან რკინის მადანს და კონცენტრანტს ვყიდულობთ. ჩემი პირველი ვიზიტია ამ ქვეყანაში, გავეცანი ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს, აღფრთოვანებული ვარ ადგილობრივი კულტურით და კეთილგანწყობით” – აღნიშნა ოკუპირებულ ჯავაში ყოფნის დროს, ჩინელმა ინვესტორმა ინხუეი ვუმ.
კვაისას ტყვია-თუთიის საბადო, საქართველოში 1922 წელს აღმოაჩინეს. გამამდირებელი კომბინატის მშენებლობა 1941 წელს გადაწყდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის გამო, მხოლოდ 1948 წელს დასრულდა.
1949 წელს, კვაისაში პირველი ტყვია-თუთიის კონცენტრანტი გამოუშვეს. კომბინატი და საბადო ჯავის რაიონში, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისამდე მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის, მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის და ბოლოს, 1991 წელს, რაჭის დამანგრეველი მიწისძვრის გამო, კვაისას ტყვია-თუთიის საბადოზე მოპოვება საბოლოოდ შეჩერდა.
ბოლო 33 წელია, კვაისას საბადოები დატბორილი, ხოლო გამამდიდრებელი კომბინატი გაძარცვულია, საწარმო ხაზი მთლიანად მოშლილია, აღარც ელექტროენერგია მიეწოდება.
სეპარატისტებმა რუსი ინვესტორების მეშვეობით, არაერთხელ სცადეს საბადოს ამუშავება, თუმცა უშედეგოდ. ამჯერად, მათ ჩინელი ინვესტორის და ჩინური ტექნოლოგიების იმედი აქვთ. ბოლო ორი წელია, ჩინეთი მსოფლიოში რაფინირებული ტყვიისა და თუთიის მთავარი ექსპორტიორი ქვეყანაა.
საქართველოს კანონით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე აფხაზეთში, ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, აკრძალულია, ასევე გადაადგილება. ჩინელმა ბიზნესმენებმა ეს აკრძალვა არაფრად ჩააგდეს.
საქართველოს კანონმდებლობა ასევე უცერემონიოდ დაარღვია, ჩინური კომპანია Fujian Tianrun Yongshun Supply Chain-ს პრეზიდენმა კეგუანმა. იგი ოკუპირებულ ცხინვალში, დელეგაციასთან ერთად, მაისში ჩავიდა და სეპარატისტების ლიდერებთან, ანკლავში, ჩინური ავტომობილების აწყობის შესაძლებლობები განიხილა.
“ავტომობილების წარმოება რთული ბიზნესია, ამიტომ პირველ ეტაპზე, ცხინვალში, შეგვიძლია მცირეგაბარიტიანი ავტომობილების ხაზის აწყობით დავიწყოთ” უ კეგუანი, ჩინული კომპანია Fujian Tianrun Yongshun Supply Chain-ის პრეზიდენტი
“ავტომობილების წარმოება რთული ბიზნესია, ამიტომ პირველ ეტაპზე, ცხინვალში, შეგვიძლია მცირეგაბარიტიანი ავტომობილების ხაზის აწყობით დავიწყოთ” – აღნიშნა ჩინელმა ბიზნესმენმა უ კეგუანმა.
ჩინური წყაროების ცნობით, Fujian Tianrun Yongshun Supply Chain, მსხვილი ჩინური საავტომობილო კორპორაციის – Fujian Motors Group ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა და ბოლო წლებში, ჩინეთის საავტომობილო ბრენდს Soueast წარმოადგენდა. 2024 წლიდან, Soueast ბრენდი, ჩინეთის მსხვილი საავტომობილი ჰოლდინგის Chery-ის ხელში გადავიდა.
ოკუპირებული ცხინვალის გარდა, Fujian Tianrun Yongshun Supply Chain-ის პრეზიდენტმა უ კეგუანმა ანალოგიური გეგმები ს ფედერაციაში შემავალ, ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის მთავრობასთანაც განიხილა.
ამ შეხვედრების შესახებ, საქართველოს მთავრობამ მედიიდან შეიტყო და რეაგირება საერთოდ არ ჰქონია. ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლების თქმით, „საპასუხო“ ვიზიტი ჩინეთში, სავარაუდოდ, ოქტომბერში განხორციელდება.
მარტსა და ივნისში, ოკუპირებულ აფხაზეთში ასევე უკანონოდ იმყოფებოდა, ჩინელი ექსპერტი და ბიზნესმენი კე ჭილი. იგი სოხუმში აფხაზი სეპარატისტების ლიდერებს შეხვდა და ანკლავში ჩინური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები განიხილა.
„აფხაზთა საპატიო კონსულს ჩინეთში“კე ჭილის მოსკოვში მოიხსენიებენ, როგორც ბიზნესმენს, ექსპერტს და „რუსეთში ჩინეთის სახალხო დიპლომატიის” წარმომადგენელს
ჩინეთის მოქალაქე კე ჭილი დიდი ხანია სეპარატისტებთან თანამშრომლობს, არის „აფხაზთა საპატიო კონსული ჩინეთში“. ამავე დროს, ჭილი არის რუსული სახელმწიფო ჟურნალის „ქვეყნის პერსონების“ ექსპერტი.
ჟურნალს რუსეთის „ინფორმაციის ეროვნული ცენტრი“ გამოსცემს, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა და ციფრული განვითარების, კავშირისა და მასობრივი კომუნიკაციების სამინისტროები აფინანსებენ. ჭილს მოსკოვში მოიხსენიებენ, როგორც „რუსეთში ჩინეთის სახალხო დიპლომატიის” წარმომადგენელს.
უკრაინული წყაროების ცნობით, კე ჭილი ს ანექსიის დროს აქტიურად იყო ჩართული პრორუსულ საქმიანობაში და 2014 წელს, ყირიმის სტატუსის შესახებ, უკანონო რეფერენდუმის მომზადებასა და პროპაგანდაში. მომდევნო წლებში კი ანექსირებულ ყირიმში, ჭილიმ ჩინელი ინვესტორების შეყვანა დაიწყო.
უკრაინელი ჟურნალისტი ევჰენი ლეშანი 2021 წელს გამოქვეყნებულ გამოძიებაში „კე ჩინეთიდან და ოკუპირებული ყირიმი“ წერს: „ეს რა თქმა უნდა, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ჩინეთის მხრიდან ღია უპატივცემულობაა. ასე გრძელდება ოკუპაციის დაწყების დღიდან, როცა პეკინი ერთის მხრივ, არ ცნობდა ყირიმის ანექსიას, მეორეს მხრივ კი გაეროში ხმის მიცემით მხარს მუდმივად რუსეთს უჭერდა“. 2022 წელს, დაწყებულმა რუსეთ-უკრაინის ომმა უკვე ნათლად აჩვენა, ჩინეთი ვის მხარეს არის.
ექსპერტების აზრით, ზუსტად ანალოგიური ვითარებაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი ამტკიცებს, რომ ჩინეთი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ჩინეთთან „სტრატეგიული პარტნიორობის“ ხელშეკრულებაში არანაირად არ ჩანს, რომ ჩინეთი რაიმე ვალდებულებას იღებს, რომ საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა გააძლიეროს“ თენგიზ ფხალაძე, EPICE
ამავე დროს, ჩინეთის ელჩს არ აუხსნია, რატომ არ უჭერს მხარს ჩინეთი გაეროს გენერალურ ასამბლეაში, საქართველოს და მისი მეგობრების ინიცირებულ რეზოლუციას.
ეს რეზოლუცია, რომელსაც გაეროში 2008 წლიდან ეყრება კენჭი, აღიარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების უფლებას თავიანთ სახლებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
ჩინეთმა 2022 წელს, ქართული რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, სხვა წლებში კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა და რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, მათ შორის, არც 2024 წელს.
„ის, რომ ჩინეთი არ დაუჭერდა მხარს ამ რეზოლუციას ამის მოლოდინი არსებობდა, რადგან ჩინეთსა და საქართველოს შორის, ის „სტრატეგიული პარტნიორობის“ ხელშეკრულება, რომელიც შარშან გამოქვეყნდა, არანაირად არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არის თანასწორ უფლებიან პარტნიორებს შორის გაფორმებული დოკუმენტი.
იქ არანაირად არ ჩანს, რომ ჩინეთი რაიმე ვალდებულებას იღებს, რომ საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა გააძლიეროს“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ „საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის“ უფროსმა მკვლევარმა თენგიზ ფხალაძემ.
ერთადერთი, ვინც ჩინეთის ორმაგი სტანდარტის პოლიტიკას იცავს, „ოცნების“ ხელისუფლებაა. პარლამენტის სპიკერი , რომელიც ღიად ესხმის თავს, საქართველოს ნამდვილ მეგობრებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს, ამტკიცებს, რომ გაეროში, ქართველ დევნილთა მხარდამჭერ რეზოლუციას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან კავშირი არ აქვს და „ჩინეთს სიკეთის მეტი საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებია“.
„ჩინეთს სიკეთის მეტი საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებია“ შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის სპიკერი
„რაც შეეხება ამა თუ იმ რეზოლუციის მხარდაჭერას, კონკრეტულად ეს რეზოლუცია, როგორც იცით, (საქართველოს) ტერიტორიულ მთლიანობას არ ეხება. ამ საერთაშორისო ფორმატებში, ყველა სახელმწიფოს აქვს საკუთარი დღის წესრიგი, რითაც მოქმედებს, ბევრი ფაქტორების გათვალისწინებით. და ამის მიხედვით ხდება, გადაწყვეტილების დროს პოზიციის დაფიქსირება. ჩინეთის პოზიცია, რომელსაც ის უკვე წლებია აფიქსირებს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიცია შენარჩუნებულია“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ჩინეთმა 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიმართვის მიუხედავად, ტაივანის პრობლემიდან გამომდინარე, ბუნებრივია არ სცნო ს და ცხინვალის რეგიონების ე.წ „დამოუკიდებლობა“.
ამავე დროს, აგვისტოს ომიდან, 2 წელში, 2010 წელს, პეკინში, ჩინეთ-რუსეთის სტრატეგიული პატნიორობის მრავალმხივი გაღრმავების შესახებ, ერთობლივ განცხადებაში ჩაიწერა, რომ ჩინეთის მხარე მხარს უჭერს, „რუსეთის ძალისხმევას, დაიცვას საკუთარი ისტორიული ინტერესები და ხელი შეუწყოს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას, მთელ კავკასიის რეგიონში და დსთ-ში“.
Phoenix TV-ის ჟურნალისტი ლუ იუი გუანი, აგვისტოს ომზე, ანტიქართული ფილმის გადაღებისთვის, ცხინვალის რეჟიმმა მედლით დააჯილდოვა
ასეთი ორმაგი სტანდარტის პოლიტიკის შედეგია, რომ ჩინეთის სახელმწიფო ტელეარხების CGTN-სა და Phoenix TV-ის ჟურნალისტი ლუ იუი გუანი, რომელიც 2008 წელს, საქართველოში რუსი ოკუპანტების არმიას შემოყვა, აგვისტოს ომზე, ანტიქართული ფილმის გადაღებისთვის, ცხინვალის რეჟიმმა „სამამულო ომში გამარჯვების“ მედლით დააჯილდოვა.
ამჟამად, ლუ იუი გუანი ახალ ფრონტზეა და ჩინეთის აუდიტორიას, “ნაცისტურ” ში რუსეთის “განმანთავისუფლებელი” არმიის „ძლევამოსილ“ „გამაჯვებებზე“ უყვება.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები