“მთის ამბების” ვებგვერდიც წაშალეს – გელა მთივლიშვილი

“მთის ამბების” ვებგვერდი წაშალეს. მედიასაშუალების პლატფორმაზე შესვლა ვეღარ ხერხდება. ამის შესახებ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ვებგვერდიც მიაყოლეს, წაგვიშალეს. რამდენიმე წუთი არეული იყო და შეფერხებით მუშაობდა, სახელსაც ვეღარ ვწერ აქ”, – წერს გელა მთივლიშვილი.
მედიასაშუალება ცოტა ხნის წინ წერდა, რომ მათი “Facebook”-იდან მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებს შლიან.
“მთის ამბების” ინფორმაციით, წაშლილია ს ტრაგედიაზე მომზადებული ჟურნალისტური პროდუქტები.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება