“მონაწილეობას მივიღებ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მოწესრიგებაში” – რა განცხადებას ავრცელებს ინგუშური დიასპორის წარმომადგენელი

რუსეთის ფედერაციაში, ინგუშური დიასპორის წარმომადგებელი, ეროვნებით ინგუში მუჰამედ-იარაგ უვაისის ძე ილიასოვი აცხადებს, რომ სურს პოზიტიური როლი შეასრულოს და რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მოწესრიგებაში თავისი წვლილი შეიტანოს.
იგი სხვადასხვა პერიოდში იყო ს ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილი პირი; ინგუშეთის რესპუბლიკის მეთაურის, იუნუსბეგ ევკუროვის თანაშემწე; კავკასიის ხალხთა რუსეთის კონგრესის დელეგატი.
ილიასოვი აცხადებს, რომ პატივს სცემს და უყვარს ქართველი ერი, შესაბამისად, სურს, მონაწილეობა მიიღოს რუსეთსა და საქართველოს შორის როგორც სავაჭრო, ისე პოლიტიკური ურთიერთობების მოწესრიგებაში. კონრეტულად რა გზებით გეგმავს ამას და რას ნიშნავს მისთვის საქართველოსა და ოკუპანტ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობის მოწესრიგება, ამას, ამ ეტაპზე, არ აკონკრეტებს.

ასევე დაგაინტერესებთ