გუნდში საბრძოლო განწყობაა, თურქეთთან რთული მატჩი გველის – გიორგი მამარდაშვილი

ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები პირველი მატჩისთვის უკვე ემზადებიან. დორტმუნდის სტადიონზეე, პირველ მატჩს ქართველი ფეხბურთელები თურქეთის ეროვნული ნაკრებისს წინააღმდეგ 18 ივნისს გამართავენ.
ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, მორიგი ვარჯიშის დაწყებამდე მედიის კითხვებს „ჯვაროსნების“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა უპასუხა.
„გუნდში საბრძოლო განწყობაა. ვემზადებით სრული შემართებით სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის. კარგი მატჩები გველის. 100 პროცენტით მზად ვართ და ვიბრძოლებთ.
ფეხბურთია და თამაში ნებისმიერ გუნდთან შეიძლება. თურქეთთან რთული მატჩი გველის. იქნება გარკვეული წნეხი, მეტოქეს დიდი მხარდაჭერა ექნება, თუმცა ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერა არ მოგვაკლდება. მათ გასახარებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ.
ღია ვარჯიშზე დიდი ენერგიით დავიმუხტეთ. ყოველდღიურად დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ვიცით, რომ ქომაგები მთელი გულით გვგულშემატკივრობენ და ვეცდებით, რომ გავახაროთ და გავიდეთ ჯგუფიდან“, – ამბობს საქართველოს ნაკრების მეკარე.

ასევე დაგაინტერესებთ

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ნიკოლოზ სამხარაძეს – პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყველაზე ცუდი ვარიანტია – თქვენს ქვეყანაშიც არ იყო ეს კარგი გადაწყვეტილება და აქ ზუსტად იგივეს აკეთებთ

ირაკლი მელაშვილი – ვიდრე ცივილიზებული სამყარო არ მიხვდება, რომ მხოლოდ უკბილო რეზოლუციებით არ ხდება რეჟიმებისთვის პრობლემების შექმნა, არაფერი შეიცვლება, რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ხედვა „მიშა პრემიერად“ არის ივანიშვილის გამარჯვების მოდელი