“მაღალ ადგილებს როცა ვიკავებთ, მაშინ კარგია ევროვიზია და ბოლოდან მესამეზე როცა ვართ – დაგვჩაგრა ევროპამ, საწყალი ქართველისთვინ არავინ არალი?” – გვარამია

“მაღალ ადგილებს როცა ვიკავებთ, მაშინ კარგია ევროვიზია და ბოლოდან მესამეზე როცა ვართ – დაგვჩაგრა ევროპამ, საწყალი ქართველისთვინ არავინ არალი?” – გვარამია
საბავშვო ევროვიზია ყველაზე მეტჯერ ქართველ ბავშვებს აქვთ მოგებული. მეოთხე გამარჯვება ქართველ გრიგოლ ყიფშიძეს ქართულმა ჟიურიმვე წაართვა – რუს მონაწილეს დაუწერა (სრულიად დაუმსახურებელი) უმაღლესი ქულა და ამით გადაასწრო რუსმა და იმ წელს გაიმარჯვა. საქართველოში იყო იმ წელს კონკურსი, სხვათა შორის.
ხუთეულში ყოფნის რაოდენობებსაც თუ დავამატებთ, საქართველო ამ კონკურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მონაწილე გამოდის. და როგორაა ახლა? მაღალ ადგილებს როცა ვიკავებთ, მაშინ კარგია ევროვიზია და გვეკუთვნის და ბოლოდან მესამეზე როცა ვართ – დაგვჩაგრა ევროპამ, საწყალი ქართველისთვინ არავინ არალი?
ინფანტილიზმი და ყველაფრის სხვისთვის გადაბრალება რომ სპორტი იყოს, მანდ მართლა სუ ჩვენ მოვიგებდით

ასევე დაგაინტერესებთ