მამუკა გამყრელიძე: სწორედ აქ მართებს დაფიქრება პოლიტიკოსებს !

“2012-ში ნაცები დამარცხდნენ მარტივი მიზეზის გამო. მათი და მოსახლეობის პირადი ინტერესები აღარ იყო თანხვედრაში. სახელმწიფოს ინტერესებზე, ღირებულებებზე და პრინციპებზე არავინ ფიქრობდა. ნაცები პერსონალურად დაუპირისპირდნენ ხალხს. დასავლეთის მხარდაჭერაც დაკარგეს. ამ დროს გამოჩნდა დიდი მოთამაშეებისთვის კომპრომისული ფიგურა, თან მდიდარი, თან “ქველმოქმედი”, თან “გამაერთიანებელი” და ხალხმაც მხარი დაუჭირა.
დღეს უკვე ქოცების და ხალხის ინტერესები აღარ არის თანხვედრაში. ახლა უკვე ქოცები დაუპირისპირდნენ ხალხს და მის პირად ინტერესს, ევროინტეგრაციას. ამას დაუმატეთ პოლიტიკური მობეზრების (10 წელი) ვადის გადაჭარბება და დასავლეთის მტრად გადაკიდება.
ერთადერთი განსხვავება 2012-სა და 2024-ს შორის არის “გამაერთიანებელი” ფიგურის თუ პოლიტიკური პარტიის არარსებობა.
სწორედ აქ მართებს დაფიქრება პოლიტიკოსებს ! ხალხი მზად არის არ მისცეს ხმა ქოცებს, მაგრამ არ იციან ვის მისცემენ ხმას. არ იციან ! არა და ეს ყოველ კუთხეში მესმის.
დიდი გაერთიანება ამ კითხვას მოხსნიდა. თუ არა და პოლიტიკოსებს მოუწევთ მთლიანად გადახედონ საკუთარ იმიჯს, საარჩევნო პროგრამას და რიტორიკასაც კი. აქ დასაფიქრებელია აქვთ თუ არა მათ ამისთვის შესაბამისი რესურსი,” – წერს სოციალურ ქსელში „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, .

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს