აშშ-მ ულტრამემარჯვენე ისრაელური ჯგუფი ჰუმანიტარული დახმარების ხელის შეშლისთვის დაასანქცირა

აშშ-მ ულტრამემარჯვენე ჯგუფ Tsav 9 და მისი წევრები დაასანქცირა, რადგან ისინი თავს ესხმოდნენ ღაზის სექტორში მიმავალ ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს. -ს მაღალი თანამდებობის წყაროს ცნობით, ეს სანქციები აშშ-ს იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ებრძვის ყველა აქტორს, რომელიც ისრაელსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის დამყარებას უშლის ხელს.
დაჯგუფება Tsav 9 ს არმიის რეზერვისტებისგან და დასავლეთ სანაპიროს ებრაელი მოსახლეებისგან შედგება. ისინი ომის მანძილზე ბლოკავდნენ გზებს და თავს ესხმოდნენ ჰუმანიტარული ტვირთის შემტან სატრანსპორტო საშუალებებს. 13 მაისს Tsav 9-ის წევრებმა დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჰებრონთან ცეცხლი წაუკიდეს ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულ ორ სატვირთო მანქანას. ისრაელის პოლიციამ ამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.
ფინანსური სანქციები დაუწესდებათ ჯგუფის წევრებს თებერვალში ბაიდენის მიერ ხელმოწერილი ორდერის ფარგლებში, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე ორგანიზებული ძალადობის წინააღმდეგაა შემუშავებული.