„ეს ჰგავს ჰიტლერის ულტიმატუმს“ — ზელენსკის პასუხი პუტინის წინადადებას

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ომის შესაჩერებლად ს პრეზიდენტის, ს წამოყენებული პირობა ჰგავს ჰიტლერის ულტიმატუმს.
რუსეთის პრეზიდენტმა დღეს, მოსკოვში, რუს დიპლომატებთან შეხვედრისას წამოაყენა ულტიმატუმი, რა შემთხვევაში შეწყვეტს რუსეთი ში ომს:
· უკრაინამ უნდა გაიყვანოს ჯარები რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან;
· უარი თქვას ნატოში გაწევრების მიზანზე.
პუტინის თქმით, სწორედ ამ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ წამოიწყებს რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
BBC ციტირებს უკრაინის პრეზიდენტს, რომელმაც პუტინის ულტიმატუმს ერთ-ერთ იტალიურ ტელეარხთან ინტერვიუში უპასუხა
„ეს არის ულტიმატუმის გზავნილები. ეს ისეთივე ულტიმატუმია, რომელიც ჰიტლერმა წამოაყენა, როცა თქვა, რომ ჩეხოსლოვაკიის ნაწილს თუ მომცემთ, აქ შევჩერდებიო.“
პუტინის წინადადებას მიუღებელი უწოდა -ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმაც.
მისი თქმით, რუსეთს სუვერენული უკრაინის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და ის არ არის იმ პოზიციაში, რომ უკრაინას უბრძანოს, რა გააკეთოს.“
ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ქვეყნებმა უკრაინას დამატებითი სამხედრო-ფინანსური დახმარება გამოუყვეს, გარდა ამისა, მიცეს უფლება, მათი ნაჩუქარი იარაღი გამოიყენონ რუსეთის ტერიტორიაზე, რასაც რუსეთის გაღიზიანება მოჰყვა.
ასევე, უახლოეს მომავალში მსოფლიოს 90-მდე სახელმწიფოს წარმომადგენელი შეიკრიბება შვეიცარიაში, სადაც უკრაინაში ომის შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ. ამ შეხვედრაზე რუსეთი მიწვეული არ არის.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა, რასაც ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ომი ახლაც გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე