ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ხვალ სრულდება – რას ყვებიან ყოფილი მძევლები ურთულესი დღეების შესახებ

უკვე 51-ე დღეა ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომი გრძელდება – ცეცხლი რამდენიმე საათით შეწყდა. ტერორისტებთან პირველი შეთანხმება შედგა – მძევლები გაიცვალა. ისრაელის 13 მოქალაქე და 4 ტაილანდელი გვიან ღამით “ჰამასმა” წითელ ჯვარს გადასცა. თავის მხრივ, ისრაელმა საკუთარი საპატიმროდან 39ი პალესტინელი გაათავისუფლა. “ჰამასის” მიერ გათავისუფლებულ მძევლებს შორის არის 9 წლის გოგო, რომელიც მამას მოკლული ეგონა.
ისრაელსა და “ჰამასს” შორის შეთანხმება ასეთია: 4 დღის განმავლობაში ტერორისტულმა ორგანიზაციამ 50 ტყვე უნდა გაათავისუფლოს, ისრაელი კი 150 დატყვევებულ პალესტინელს გადასცემს ჰამასს.
როგორც ყოფილი მძევლები აცხადებენ, მათ ძალიან რთული დღეები გამოიარეს. რამდენიმე დღის განმავლობაში სიბნელეში უწევდათ ყოფნა და ტერორისტები მათ პირველადი მოხმარების ნივთებს საერთოდ არ აძლევდნენ.
ამასთან, როგორც ცნობილია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ხვალ სრულდება.
ავტორი: მიხეილ ხეცოიძე

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს: „ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“