საქართველოში სოფლის მოსახლეობის რიცხოვნობა იკლებს, დედაქალაქში მცხოვრებთა რაოდენობა კი იმატებს

საქართველოში სოფლის მოსახლეობის რიცხოვნობა იკლებს, დედაქალაქში მცხოვრებთა რაოდენობა კი იმატებს.
2020 წლის დასაწყისში სოფლად 1 522 400 ადამიანი ცხოვრობდა, 2024 წლის დასაწყისში კი მათი რიცხვი 1 440 400-მდე შემცირდა. კლებაა ქვეყნის მოსახლეობაში სოფლის მოსახლეობის წილის კუთხითაც. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს სოფლად მცხოვრებთა წილი 41% იყო, 2024 წელს კი 39%-ია.
ამის პარალელურად, თითქმის ყოველწლიურად მატულობს დედაქალაქ თბილისში მცხოვრებთა რიცხვი. 2024 წლის მონაცემებით, თბილისში მცხოვრებთა რაოდენობა 1 258 500-ია, 2023 წელს – 1 241 700 იყო, 2022 წელს – 1 201 800.
2024 წლის მონაცემებით, საქართველოში 3 694 600 ადამიანი ცხოვრობს, 2023 წელს კი – 3 736 400 იყო.