არავის უთქვამს, რომ „გლობალური ომის პარტია“ ამერიკაა

არავის უთქვამს, რომ „გლობალური ომის პარტია“ ამერიკაა
შეერთებული შტატები, როგორც სინონიმი „გლობალური ომის პარტიისა“, არავის უგულისხმია. ამიტომ როგორც ელჩისგან, ისე სხვა აქტორისგან სწორად უნდა იყოს გაგებული ის პასაჟი, რომელიც „გლობალური ომის პარტიას“ გულისხმობს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც საქართველოში -ის ელჩმა, ს განცხადებას გამოეხმაურა.
„ვისაც კი „გლობალური ომის პარტიის“ კუთხით განმარტება გაუკეთებია, არსად უთქვამს, რომ „გლობალური ომის პარტია“ ამერიკაა. აქ არის რაღაც გარკვეული ძალები, რომელზეც ბოლომდე და კონკრეტულად ჩვენ არ ვსაუბრობთ. მე შემიძლია სრულად დავეთანხმო ყველა იმ აქტორს, რომელიც აცხადებს, რომ აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობას არის გადასახედი გაუმჯობესების თვალსაზრისით.
არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც არა სანქცირების განხორციელბას, არამედ ურთიერთობის გაუმჯობესება და გაჯანსაღება უნდა გულისხმობდეს. არ შეიძლება სტრატეგიული ურთიერთობა იყოს სანქცირების, მუქარისა და ხელების გადაგრეხის ჭრილში“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ჩვენ ვართ „გლობალური ომის პარტია“, რევოლუციის წახალისებას ვცდილობთ და გვაქვს ბოროტი ზრახვები – ამის მოსმენა გულდასაწყვეტია

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ