პუტინი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, უკრაინის 4 რეგიონზე კონტროლს ითხოვს, კიევი მოთხოვნაზე თანახმა არაა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ მზადაა ში ომი დაასრულოს, თუ უარს იტყვის ნატოში გაწევრიანების ამბიციაზე და რუსეთს მთლიანად გადასცემს 4 რეგიონზე კონტროლს. კიევმა ეს მოთხოვნა უარყო.
შვეიცარიაში დაგემილი სამშვიდობო სამიტის წინ, რომელზეც მიწვეული არაა, პუტინმა განცხადება გააკეთა და მაქსიმალისტური მოთხოვნები წამოაყენა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მოთხოვნა უკრაინის დემილიტარიზაციის შესახებ, ეს უცვლელი მოთხოვნაა იმ დღიდან, როცა პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო. პუტინის თქმით, ომის შეწყვეტისთვის ის ასევე ითხოვს დასავლური სანქციების შეწყვეტას და უკრაინის “დენაციფიკაციას”. ამ უკანასკნელს კიევი ქვეყნის მთავრობისადმი უსაფუძვლო შეურაცხყოფას უწოდებს.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა სააგენტო “როიტერს” განუცხადა, რომ პუტინის პირობები უტოლდება უკრაინის დამარცხების აღიარების და სუვერენიტეტზე უარის თქმის ხელმოწერის შეთავაზებას.
პუტინის შეთავაზების საფუძველზე “კომპრომისის პოვნის შესაძლებლობა არ არსებობს”, თქვა მან.
“პირობები ძალიან მარტივია” განაცხადა პუტინმა, მან თქვა, რომ მოთხოვნებს შორის უმთავრესია უკრაინული ძალების სრული გაყვანა დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიის რეგიონებიდან, ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში.
რუსეთმა განაცხადა, რომ ოთხი რეგიონი, რომელსაც მისი ძალები მხოლოდ ნაწილობრივ აკონტროლებენ, 2022 წელს საკუთარი ტერიტორიის ნაწილია.
„როგორც კი კიევში გამოაცხადებენ, რომ მზად არიან ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად და დაიწყებენ ჯარების რეალურ გაყვანას ამ რეგიონებიდან და ასევე ოფიციალურად გამოაცხადებენ ნატოში გაწევრიანების გეგმებზე უარს – ჩვენი მხრიდან, დაუყოვნებლივ, ფაქტიურად იმავე დროს. წუთში მოჰყვება ბრძანება ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების შესახებ“, – განაცხადა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა