2024 წელს აჭარაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 36 მილიონამდე დაიხარჯება

აჭარაში 2024 წლის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ბიუჯეტი 35 794 492 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში 2023-2024 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
2024 წელს დაგეგმილია შემდეგი პროექტების განხორციელება:
· ყინულის არენა და საცურაო აუზი
· ქობულეთის უნივერსალური სპორტული კომპლექსი
· ხელვაჩაურის სპორტკომპლექსი და ,,მაჭახელას” საფეხბურთო სტადიონი
· ქედის სასპორტო კომპლექსი და საფეხბურთო მოედანი
· ჭადრაკის სასახლე
· ფურტიოს და ხუცუბნის სარაგბო მოედნები
· ხულოს მუნიციპალიტეტში, დაბა ხულოში, სპორტული სკოლა და საფეხბურთო სტადიონის მოწყობა
უკვე განხორციელდა ს სტადიონის, ბათუმის უნივერსალური სპორტკომპლექსის, შუახევის საფეხბურთო მოედნის, ღორჯომის სპორტული დარბაზის, ჩაქვის ძალოსნობის ბაზის მშენებლობა