დასანქცირდნენ ივანიშვილი, კობახიძე, გომელაური, პაპუაშვილი, კალაძე – ევროპარლამენტარი ბორელს

დასანქცირდეს , ირაკლი , ვახტანგ გომელაური, , – ევროპარლამენტის წევრი ანსის პუპოლსი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარს ჯოზეპ ბორელს მიმართავს და მოუწოდებს, დაიწყოს სანქციების პროცედურები ქართველი ჩინოვნიკების მიმართ, ხელისუფლების მიერ არადემოკრატიული ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.
პუპოლსის წერილს ასევე მხარს უჭერენ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი რობერტს ზილე და რუმინელი ევროპარლამენტარი ტრაიან ბასესკუ.
დეპუტატად გახდომიდან მალევე საქართველოში ჩამოვედი, პირადად შევხვდი რამდენიმე ოპოზიციონერს და ჩემი თვალით ვნახე სიტუაცია. სიტუაცია მართლაც კრიტიკული და დრამატულია – ევროპის სხვა ქვეყანაში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა და ჩვენ ნათლად უნდა ვაღიაროთ. 24 ივნისს გაიმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მორიგი სხდომა, რომლის დროსაც დაგეგმილია საქართველოს საკითხის განხილვა, ვერ დავრჩებით გულგრილი იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება, ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ დემოკრატიული ღირებულებები განადგურდეს და ქვეყანა გაჰყვეს ბელორუსის გზას და გახდეს ს სატელიტი, როგორც არასდროს, ევროკავშირის მხრიდან საჭიროა აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება“ , – აცხადებს ა. პუპოლსი.
პუპოლსი გამოთქვამს შეშფოთებას ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო, რაც გამოიხატება – სასტიკი ძალის გამოყენებაში მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად, მომიტინგეებისა და ოპოზიციის წევრების ცემასა და ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფიზიკურ ძალადობაში; რითაც ხელი შეუწყო რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების გავლენის ზრდას.
ბორელისადმი მიწერილ წერილში პუპოლსი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს პარლამენტის ბოლო გადაწყვეტილება, რაც რუსული კანონის მიღებას უკავშირდება და რომელიც დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას მიიჩნევს „უცხო აგენტებად“ – არის ნათელი ნაბიჯი სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფლების შელახვისკენ.
ევროპარლამენტარის შეფასებით, ეს სამართლებრივი აქტები ასახავს ავტორიტარული რეჟიმების მიერ გამოყენებულ რეპრესიულ ტაქტიკას და მიუთითებს საქართველოში ავტოკრატიისკენ შემაშფოთებელ სვლაზე.
საქართველოში განვითარებული მოვლენებისა და -ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ უკვე დაწესებული სანქციების გათვალისწინებით რამდენიმე ქართველი ოფიციალური პირის მიმართ, ა. პუპოლსი მოუწოდებს ევროკავშირს, დააწესოს სანქციები:
· ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შელახვის, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებისა და კონსტიტუციის პრინციპების შელახვის გამო, სახელმწიფოს ხელში ჩაგდებაში მისი მთავარი აქტორის როლის გათვალისწინებით.
· პრემიერ-მინისტრ ს პოლიტიკურ რეპრესიებში შეტანილი როლისთვის და „უცხოელი აგენტების“ კანონის მიღებაში მონაწილეობისთვის.
· შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ოპოზიციის ლიდერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ მუქარისა და ძალადობის ორკესტრირებაში მონაწილეობისთვის
· პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, რომელმაც ხელი შეუწყო და არ შეუმჩნევია დემოკრატიული უფლებების დამცველთა სისასტიკეს.
· თბილისის მერს კახა კალაძეს, რომელმაც თავის მხრივ, ხელი შეუწყო და აპატია დემოკრატიული უფლებების დამცველთა სისასტიკეს.
ქართველმა ხალხმა აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული სულისკვეთების მიღების სურვილი დემოკრატიული მმართველობისთვის და ევროკავშირთან მჭიდრო კავშირებისთვის. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ მათი ძალისხმევა ავტორიტარიზმით განადგურდეს. ჩვენ მოვუწოდებთ სწრაფ და კონკრეტულ ქმედებებს, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისთვის და პასუხისგებაში მიეცეს ისინი, ვინც ძირს უთხრის ამას“, – ხაზს უსვამს ა. პუპოლსი წერილში.
ა. პუპოლსი გამოთქვამს იმედს, რომ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად ჩაერთვება სანქციების პროცესში და აჩვენებს, რომ მოკავშირეებთან ერთად აშშ-დან და ქართული ოპოზიციიდან, ჩვენ გაერთიანებულნი ვართ იმის გაგებაში, თუ რა არის თავისუფლება და რა გზაა ჯოჯოხეთისკენ რუსეთში. გავლენის სფერო მოიცავს,” – წერია ევროპარლამენტარის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება