თინა ბოკუჩავა – ქალი პარლამენტარები რეგიონებში შევხვდებით მოსახლეობას და კიდევ ერთხელ განვიხილავთ, თუ რა ზიანი მოაქვს რუსულ კანონს ქვეყნისთვის

ქალი პარლამენტარები რეგიონებში შევხვდებით მოსახლეობას და კიდევ ერთხელ განვიხილავთ, თუ რა ზიანი მოაქვს რუსულ კანონს ქვეყნისთვის. მოხარული ვარ, რომ შეგვიძლია საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, მიუხედავად პარტიული განსხვავებებისა, საკითხები, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებას აჩვენონ საკითხები, რომლებიც საქართველოსთვის „ეგზისტენციალური“ მნიშვნელობისაა.
„ეს არის საპარლამენტო აქტივობის ნაწილი, როგორც ქალი პარლამენტარები, ჩვენ შევხვდებით საქართველოს მოქალაქეებს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ განვიხილოთ, თუ რა ზიანი მოაქვს „რუსულ კანონს“ საქართველოსთვის, საქართველოს მოქალაქეებისათვის. ვფიქრობთ, რომ ამ თვალსაზრისით ეს არის მნიშვნელოვანი კამპანია. ვიქნებით ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, თელავში, ყვარელში და ძალიან მოხარული ვარ, რომ შეგვიძლია ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, მიუხედავად პარტიული განსხვავებებისა, საკითხები, რომელიც არის ეგზისტენციალური მნიშვნელობის, რომელიც არის და რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის გადარჩენას. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი და ჩვენ ერთიანი ძალებით დავიცავთ ქვეყნის ინტერესებს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: მხოლოდ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს