საკრებულომ იპოდრომთან, 79-სართულიანი ცათამბჯენის აშენებას მხარი დაუჭირა

თბილისის საკრებულომ იპოდრომთან, “ქართუ ფონდის” მიერ გაყიდულ 80,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე 79-სართულიანი ცათამბჯენის აშენებას მხარი დაუჭირა. პროექტის დეველოპერია “ცენტრალ პარკ ავენიუ”, რომელმაც აღნიშნული უძრავი ქონება ს საქველმოქმედო ფონდისგან 2023 წლის ოქტომბერში შეიძინა. აღნიშნული კომპანიის აქციონერი Wissol ჯგუფია.
პროექტის თანახმად, ადგილზე 7 კორპუსის მშენებლობა იგეგმება. მათ შორის ყველაზე მაღალი ნაგებობა 79 სართულიანი იქნება და მისი სიმაღლე 259 მეტრით არის განსაზღვრული.
მოქალაქეები იპოდრომის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობის წინააღმდეგები არიან და დახმარებას ითხოვენ.