ირანში სიკვდილის დასაჯეს მკვლელობისთვის ბრალდებული 17 წლის ბიჭი

ირანში ჩამოახრჩვეს 17 წლის ბიჭი, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო მკვლელობის ჩადენისთვის. ნორვეგიაში მოქმედი ირანის ადამიანი უფლებათა ჯგუფის (IHR) ცნობით ჰამი რეზა აზარი 24 ნოემბერს ჩამოახრჩვეს.

„მის მიერ იძულების გზით მიღებული აღიარების შესახებ სახელმწიფო მედიის ცნობაში აზარის ასაკად მითითებულია 18 წელი“, – აღნიშნავს ირანის ადამიანი უფლებათა ჯგუფი.

სააგენტო „ტასიმის“ 17 წლის ახალგაზრდა „ღირსების მკვლელობისთვის“ გაასამართლეს.

ამ წლის განმავლობაში ირანში მრავალჯერ მოიყვანეს სისრულეში სასიკვდილო განაჩენი, რასაც ფართო გამოხმაურება და დაგმობა მოჰყვა. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უმრავლეს შემთხვევაში გამოაქვთ ნაჩქარევად, ხოლო „ფიქციური“ სასამართლო პროცესები და იძულებითი აღიარება ირანში ჩვეულებრივ ამბავს წარმოადგენს.
ე.წ. ღირსების მკვლელობა ჰქვია ქალების მკვლელობას მათი მამაკაცი ნათესავების მიერ იმ მოტივით, რომ მათ შეურაცხყვეს თავიანთი ოჯახი სავარაუდო მორალური დანაშაულებით, მათ შორის, გაქცევის, მრუშობის, განქორწინების მოთხოვნით, ან თუნდაც ოჯახის რეპუტაციის შემლახველი უსაფუძვლო ბრალდებების გამო.
ირანში „ღირსების მკვლელობის“ გარშემო სანდო სტატისტიკა არ არსებობს. ითვლება, რომ ბევრი შემთხვევა გამოუქვეყნებელი და მიჩქმალულია.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ