SALIO-მ ბერლინში კონცერტზე კობახიძის და ოცნების წევრების დასწრების გამო უარი თქვა

რადიო თავისუფლებას მომღერალმა სალომე კორკოტაშვილმა (SALIO) უთხრა, რომ უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საელჩოს მიერ გერმანიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაორგანიზებულ ღონისძიებაზე.
ღონისძიება 21 ივნისს, ბერლინის სასტუმრო ადლონში უნდა გაიმართოს.
სალომე კორკოტაშვილის თქმით, გადაწყვეტილება ბენდთან ერთად მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგო, რომ მიღებაში მონაწილეობის მიღებას პრემიერმინისტრი ირაკლი და ქართული ოცნების სხვა წევრები აპირებენ.
“გუშინ რეპეტიცია გვქონდა და ძალიან შემთხვევით გავიგეთ, რომ და ქართული ოცნების წევრები იღებენ მონაწილეობას და გავგიჟდით. ჩვენთვის მიუღებელია მათთან ერთად სცენის გაზიარება. რაც ხდება დღეს, როგორც იქცევიან, გამორიცხულია მათთან ერთად იგივე სცენაზე დგომა და გავაუქმეთ ეს კონცერტი. გულწრფელი პროტესტის გამო – ხალხს იჭერენ, ურეკავენ, აშანტაჟებენ და ჩვენ აღარ მივდივართ. ბილეთებიც გვქონდა, ყველაფერი, მაგრამ მთელმა ბენდმა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება”, – უთხრა მომღერალმა რადიო თავისუფლებას.

ასევე დაგაინტერესებთ