თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით უახლესი Mitsubishi L200-ის პრეზენტაცია გაიმართა

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით და მიცუბიში საქართველოს ორგანიზებით 7 ივნისს ახალი L200-ის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც მწარმოებელი აცხადებს, განახლებული, კიდევ უფრო მძლავრი-2.4 ტურბო დიზელის ძრავით, მტკიცე კორპუსითა და მართვის შეუდარებელი დინამიკით გამორჩეული L 200 მძღოლებს ახალ თავგადასავლებსა და კიდევ უფრო გაბედულ გამოცდილებებს ჰპირდება.

სწორედ ამიტომ, ადგილზე მისულ სტუმრებს „Challenge accepted” ანუ „გამოწვევა მიღებულია” თემატიკით შთაგონებული გარემო დახვდათ, რაც სრულად პასუხობს Mitsubishi L 200-ის დაპირებას, იყოს ერთგული მეგზური იქ, სადაც გამოწვევებია.

ყველგან მავალი, კიდევ უფრო მძლავრი, 2024 წლის პიკაპი დაინტერესებულ პირებს სპეციალური პირობებით და მარტივი დაფინანსებით შეუძლიათ შეიძინონ:

ახალი ავტომობილების დაფინანსების განსაკუთრებით მოქნილ შესაძლებლობას იძლევა. გავითვალისწინეთ მომხმარებლის განსაკუთრებული ინტერესი, გასულ წლებში გამოვლენილი სიყვარული თუ ერთგულება მიცუბიშის, როგორც ბრენდისადმი და ახალ L 200-ზე 0%-იანი ლიზინგის დაფინანსება დავამუშავეთ. თავის მხრივ, ცენტრის სპეციალური პირობები: 50 000 კმ უფასო სერვისის, პრემიუმ დაზღვევის და რეცხვის ვაუჩერის სახით, კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის აქციას, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ძალიან მოკლე დროში შევნიშნავთ თბილისის ქუჩებში მიცუბიშის უახლეს მოდელს” – ეკა ანჯაფარიძე, „ ლიზინგის“ ავტომიმართულების ხელმძღვანელი

„ჩვენი გამჭვირვალე, სანდო და სიახლეებზე ორიენტირებული გუნდის და ჩვენი მომხმარებლის ნდობის დამსახურებით L200 უკვე ზედიზედ მესამე წელია ცალსახად ბესტსელერია ბაზარზე. უახლესი L200 გვჯერა, აუცილებლად დაიმსახურებს მომხმარებლის მოწონებას.“- გიორგი ამაშუკელი, „კავკასუს მოტორსის” აღმასრულებელი დირექტორი

„კავკასუს მოტორსი” მიცუბიში მოტორსი კორპორაციის ერთადერთი ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და უკვე 11 წელია რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს.