რევაზ სოხაძე იპოდრომის ტერიტორიაზე – ფონდმა „ქართუმ“ ქალაქს 40 ჰექტრამდე სარეკრეაციო სივრცე გადაურჩინა

რომ არა ფონდი „ქართუ“ დღეს იპოდრომის მთელი ტერიტორია განაშენიანებული იქნებოდა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო დღეს თამარაშვილის ქუჩაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტს განიხილავს, რომელსაც საკრებულოს უმრავლესობა მხარს დაუჭერს.
ამასთან, სოხაძის თქმით, აღნიშნული პროექტი საინტერესო და ქალაქისთვის მნიშვნელოვანია.
მისივე განცხადებით, იპოდრომზე, დაახლოებით 40 ჰექტარ ტერიტორიაზე, ცენტრალური პარკი გაშენდება, რომლის სამუშაოებიც უკვე მიმდინარეობს.
„დღეს საკრებულო თამარაშვილის ქუჩაზე განაშენიანების რეგულირების გეგმას განიხილავს. ოპონენტები ამბობენ, რომ ეს არის რეკრეაციული სივრცე. მე კი მინდა, მოგახსენოთ, რომ ტერიტორიას, როდესაც „ქართუ“-მ იყიდა, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა ედო, რაც მაღალი ინტენსივობის მშენებლობის განხორციელებას გულისხმობს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული ტერიტორია შეიძინა, მას რეკრეაციული ზონა დაედო. რომ არა ფონდი „ქართუ“ და , იპოდრომის ტერიტორია ინტენსიურად განაშენიანდებოდა და ამის კონკრეტული გეგმა არსებობდა. იმდროინდელი გეგმის თანახმად, ტერიტორიაზე, სადაც დღეს ცენტრალური პარკი კეთდება, მრავალსართულიანი ნაგებობების განთავსება იგეგმებოდა. სწორედ ფონდმა „ქართუ“-მ გადაარჩინა იპოდრომის ტერიტორია განაშენიანებას“,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, ოპონენტების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების ხელყოფა ხდება -ტყუილია.
დეპუტატის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, რეკრეაციული სივრცეები ასობით ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყო, რაც ამ ქალაქის ისტორიაში არასდროს მომხდარა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ამილახვარი – ვრჩები ჩვენი პოლიტიკური გუნდის რიგით ჯარისკაცად- საზოგადოებას მინდა ვუთხრა, პოლიტიკა უმადური საქმეა და რა წნეხსაც ჩვენი ლიდერები ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე უანგაროდ უძლებენ, წარმოუდგენელია, გაუფრთხილდით მათ