განათლების სამინისტროსთან 123-ე სკოლის პედაგოგებისა და მშობლების აქცია მიმდინარეობს

განათლების სამინისტროსთან 123-ე სკოლის პედაგოგებისა და მშობლების აქცია მიმდინარეობს.
პროტესტის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ 123-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ ლოსაბერიძე სკოლის დირექტორთა შესარჩევ კანდიდატებს შორის არ დაასახელეს.
აქციის მონაწილეები სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ.
როგორც ერთ-ერთი პედაგოგი აცხადებს, განათლების სამინისტროს 2-ჯერ მიმართეს, იმ მიზეზების გაცნობის შესახებ, თუ რატომ არ წარადგინა სკოლის დირექტორთა შესარჩევ კანდიდატებს შორის თამარ ლოსაბერიძის კანდიდატურა სამინისტრომ.
მისივე თქმით, სამინისტროს მხრიდან მათთვის განმარტებული არ არის თუ რა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა თამარ ლოსაბერიძემ.
“რა გახდა საფუძველი თამარ ლოსაბერიძის კანდიდატურის არწარდგენის, ალბათ, თვითონ ისაუბრებენ და შეგვხვდებიან. 5 ოქტომბერს, როდესაც დირექტორობის მსურველმა კანდიდატებმა გასაუბრება გაიარეს, თამარ ლოსაბერიძე ამ სიაში არ აღმოჩნდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ერთ-ერთი ღირსეულია ამ თანამდებობისთვის.
ერთად გამოვიარეთ უამრავი წინაღობა და როდესაც სკოლა გავხსენით [სარემონტო სამუშაოების შემდგომ] ვიგებთ, ამ ინფორმაციას.
ჩვენ გვაქვს საერთო გეგმები და მიზნები. თამარი იბრძვის ევროპული ღირებულებებისთვის. ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ და ქალბატონ თამარს გვერდით დავუდგებით.
სამინისტროს მხრიდან განმარტება არ არის, ჩვენ წერილებზე პასუხი არ არის. ჩვენ გვქონდა კითხვები და ეს კითხვები, კვლავ პასუხგაუცემელია,” – განაცხადა ირმა მაისურაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ქობულია – გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და მოლაპარაკებები დავიწყეთ, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა, თემა დახურულია – გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა იყო