“ადემოლა მაგარი ბიჭია, არის თუ არა ხვიჩაზე პერსპექტიული”? – ლო მონაკომ ერთმანეთს ლუკმენი და კვარაცხელია შეადარა

“ნოვარას” სპორტულმა დირექტორმა პიეტრო ლო მონაკომ Radio Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში ერთმანეთს “ნაპოლის” გარემარბი და “ატალანტას” შემტევი ადემოლა ლუკმენი შეადარა.
“ვფიქრობ, კვარაცხელიას და ლუკმენის შედარება არასწორია. ერთი უფრო ფორვარდის სტილში თამაშობს, მეორე კი მარცხენა გარემარბია. ჩემი აზრით, ხვიჩა უფრო პერსპექტიულია. ადემოლაც მაგარი ბიჭია, ევროპალიგის ფინალში ჰეთ-თრიქის შესრულება მარტივი სულაც არ არის.
წელს “ატალანტა” “ნაპოლიზე” ყველა ასპექტში ბევრად უკეთესი იყო”, – განაცხადა ლო მონაკომ.
შეგახსენებთ, კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” მაისურით ყველა ტურნირზე 45 მატჩი გამართა, თავი კი 11 გატანილი
გოლითა და 9 საგოლე პასით გამოიჩინა.
ლუკმენმა ბერგამოელთა მაისურით 45 მატჩში 17 გოლის გატანა და 10 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.