2023 წელს ქვეყანაში როგორც თეატრების, ისე მუზეუმების დატვირთულობა გაიზარდა

2023 წელს ქვეყანაში როგორც თეატრების, ისე მუზეუმების დატვირთულობა გაიზარდა
2023 წლის მონაცემებით, საქართველოში 53 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა, აქედან, 42 ერთეული იყო დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების, 7 – თოჯინების, 2 – ოპერისა და ბალეტის, ხოლო 2 – ბავშვთა და მოზარდმაყურებელთა თეატრი. თეატრების უმრავლესობა (52.8 პროცენტი) ფუნქციონირებდა ქ. თბილისში, 15.1 პროცენტი – იმერეთში, ხოლო დარჩენილი 32.1 პროცენტი სხვა რეგიონებში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წელს ქვეყანაში 4.9 ათასი ღონისძიება ჩატარდა, აქედან 231 იყო გასვლითი (ქალაქის გარეთ). საზღვარგარეთ ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობამ 156 ერთეული შეადგინა.
2023 წელს ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით 23.4 პროცენტით გაიზარდა და 4 681 ერთეული შეადგინა. სპექტაკლების ნახევარზე მეტი (65.8 პროცენტი) ქ. თბილისში ჩატარდა.
2023 წელს ღონისძიებებზე დამსწრე მაყურებელთა საერთო რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით 1.4-ჯერ გაიზარდა და 772.0 ათასი შეადგინა. მაყურებელთა დასწრების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა ქ. თბილისი (71.3 პროცენტით), ხოლო მეორე ადგილზეა იმერეთი (7.6 პროცენტით).