“ნაციონალური მოძრაობის” გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ირაკლი ეძგვერაძე დაინიშნა

ირაკლი ეძგვერაძე“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ინფორმაციას პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“დაარსების დღიდან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთავარ მიზანს თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული და ერთიანი საქართველოს მშენებლობა წარმოადგენს.
ყველასთვის ცხადზე უცხადესია, რომ ამ მიზნის მიღწევის გზაზე მთავარი ბარიერი რუსი ოლიგარქი და მის რუსული რეჟიმია, რომელიც ქართული სახელმწიფოს საფუძვლებს ყოველდღიურად ანადგურებს.
ამ ბრძოლაში ერთიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. დღეს ყველა პატრიოტსა და ამ სახელმწიფოს ღირსეული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანს საერთო სამიზნე ჰყავს. სამიზნე, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველანაირ დაუშვებელ და უკანონო მეთოდს იყენებს.
ამ მიდგომის ერთ-ერთი უკანასკნელი და თვალსაჩინო მაგალითი გლდანში მომხდარი ბანდიტური თავდასხმაა, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს ფრაქციის წევრ ირაკლი ეძგვერაძესა და მის მეგობრებს დაესხნენ თავს, რადგან ბოლო რამდენიმე ს განმავლობაში, ირაკლი გლდანში ჩვენი პარტიის ერთ-ერთ უმთავრეს დასაყრდენს წარმოადგენდა.
ზემოხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე, პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ირაკლი ეძგვერაძე“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
ჩვენ გვჯერა, რომ “რუსული ოცნების” რეჟიმის დანგრევა მხოლოდ საერთო ფრონტითა და ჩვენი სამშობლოს ერთგულ პატრიოტთა მაქსიმალური მობილიზაციითაა შესაძლებელი, რისთვისაც ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია ყველა აუცილებელ ნაბიჯს გადადგამს” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი