დიალიზის კაბინეტი ფოთში რამდენიმე დღეში მიიღებს პაციენტებს – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში დიალიზის ახალი კაბინეტი ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. ამის შესახებ ცნობილი გახდა ფოთში პაციენტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომლის თაობაზეც ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
პაციენტებს ჯანდაცვის მინისტრი , დეპუტატი გიორგი ხახუბია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია შეხვდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ს მუნიციპალიტეტში ბენეფიციარები დიალიზის სერვისით 2021 წლიდან სარგებლობდნენ, თუმცა ლიცენზიის მქონე კლინიკა „ბომონდმა“ 12 ივნისს თვითნებურად შეწყვიტა პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების მიწოდება.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ „უმოკლეს დროში, ბენეფიციარები, კვლავ შეძლებენ სერვისით ადგილზე, ქალაქიდან გაუსვლელად სარგებლობას. მანამდე კი, პაციენტები, უახლოეს მუნიციპალიტეტში მიიღებენ სამედიცინო მომსახურებას და მათ ტრანსპორტირებას ფოთის მერია უზრუნველყოფს.“
ამჟამად ფოთის მუნიციპალიტეტში დიალიზის სერვისს 22 პაციენტი იღებს.
კლინიკა “ბომონდში” უარყოფენ ინფორმაციას, რომ მათ სამინისტროსთან შეუთანხმებლად შეწყვიტეს პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების მიწოდება.
“ბომონდის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სანდრო გუჯაბიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კლინიკამ დახურვის შესახებ განცხადებით მიმართა როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას და შეატყობინა, რომ რამდენიმე თვეში ეტაპობრივად დაიხურებოდა ყველა განყოფილება, მათ შორის დიალიზის ცენტრიც.
მისი სიტყვებით, კლინიკას ჰქონდა ფინანსური პრობლემები, ვერ აკმაყოფილებდა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციებს და ამიტომაც მიიღო დახურვის გადაწყვეტილება.
კლინიკა “ბომონდი”, სადაც დიალიზის ცენტრი სამი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა, ფინანსური პრობლემების გამო ცხრა თვეა, ეტაპობრივად აჩერებს მუშაობას. ყველაზე ბოლოს, 12 ივნისს, დაიხურა დიალიზის ცენტრი.
პაციენტებმა, რომლებიც სასიცოცხლოდ საჭირო სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩნენ, 12 ივნისს აქცია გამართეს და ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. პაციენტებს ამჟამად სერვისის მიღება ს და სხვა ახლომდებარე ქალაქების ცენტრებში უწევთ.

ასევე დაგაინტერესებთ