“იცით, პარიზში მეზობლებმა ჩემს შვილებს რა უთხრეს?” – მესი

მაიამის “ინტერის” ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ “პარი სენ ჟერმენში” გატარებული პერიოდი გაიხსენა. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის თქმით, მას და მის ოჯახს საფრანგეთში ცხოვრება ძალიან გაუჭირდათ.
“სიმართლე გითხრათ, ეს პერიოდი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყველაზე რთული იყო. ყოველთვის მეგონა, რომ კარიერას “ბარსელონაში” დავასრულებდი.
პარიზში ცხოვრებისას, ერთხელ მეზობლებმა კარზე ზარი დარეკეს და ბავშვებს შენიშვნა მისცეს, რადგან ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ. იმ დროს საღამოს 9-10 საათი იქნებოდა. მეზობლებთან ურთიერთობა მარტივი არ ყოფილა, თუმცა მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
ვეთანხმები თუ არა მბაპეს, რომ ევროპის
ჩემპიონატი მსოფლიო ჩემპიონატზე რთულად სათამაშო ტურნირია? – რა თქმა უნდა, მბაპე ცდება. ევროპის ჩემპიონატზე 3-გზის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა, 5-გზის გამარჯვებული ბრაზილია და 2-გზის გამარჯვებული ურუგვაი არ თამაშობენ. ნომერ პირველი საფეხბურთო ტურნირი ყოველთვის მსოფლიო ჩემპიონატი იყო”, – განაცხადა მესიმ.