რუსეთში დრონებით შეუტიეს ნავთობის კიდევ ერთ ბაზას

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ს ვორონეჟის ოლქში მდებარე ნავთობის ბაზაზე.
ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა დღეს, 14 ივნისს დილით, ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ რამდენიმე დრონმა „უმნიშვნელოდ დააზიანა“ ლისკინსკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზის რეზერვუარები. გუსევის თანახმად, არავინ დაშავებულა. გუბერნატორის მიერ აღწერილი ვითარება სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის.
ვორონეჟის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, სადაც უკრაინის თავდაცვის ძალები დრონებით ხშირად უტევენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ბაზებს და სამხედრო ობიექტებს.
მხოლოდ 2024 წლის გაზაფხულზე რამდენიმე იერიში განხორციელდა, მათ შორის, ქალაქ ვორონეჟის სამხედრო აეროდრომსა და ვორონეჟის ოლქის ქალაქ ბუტურლინოვკაში მდებარე საავიაციო ბაზაზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვორონეჟის ოლქში 6 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ღამის განმავლობაში დრონებით შეტევა იყო რუსეთის სხვა რეგიონებზეც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ყველაზე მეტი, 70 უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს როსტოვის ოლქში, 6 – კურსკში და 2-2 ბელგოროდის და ვოლგოგრადის ოლქებში.
ს რუსეთის ტერიტორიაზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
რუსეთის რეგიონების ნაწილზე დრონებით შეტევა პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სამრეწველო ობიექტები. ყოველ ჯერზე, რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს „ტერორისტულ შეტევებში”.
უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.