გადავიდა თუ არა ზივზივაძე ბუნდესლიგის გუნდში?

tag24-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგაში აღზევებული “ზანკტ პაულის” განაცხადში გამოჩნდა, თუმცა ჰამბურგულმა კლუბმა თავის საიტზე ინფორმაცია წაშალა და ტექნიკური შეცდომა უწოდა.
“ზანკტ პაულიმ” ახალი თავდამსხმელი გაიფორმა თუ არა? უცნაური რამ მოხდა. “კარლსრუეს” ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე ცოტა ხნით გუნდის შემადგენლობაში დაფიქსირდა, თუმცა მოულოდნელად მისი გვარი გაქრა. 30 წლის ქართველი ჰამბურგულ გუნდში გადადის? ოთხშაბათს Badische Nachrichten-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზივზივაძით “ზანკტ პაული” დაინტერესდა”.