აშშ-მა და უკრაინამ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ათწლიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი

შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს ათწლიან შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების თანამშრომლობის შესახებ. ხელმოწერის ცერემონია გაიმართა “დიდი შვიდეულის” (G7) ჯგუფის სამიტის ფარგლებში, რომელიც იტალიაში მიმდინარეობს. მსოფლიოს შვიდი წამყვანი დემოკრატიული ქვეყნის ლიდერებმა მიიწვიეს იტალიაში მიმდინარე სამიტზე, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთთან ომში უკრაინისათვის მხარდაჭერაც განიხილეს.
როგორც სააგენტო “როიტერსი” წერს, შეთანხმების ტექსტში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ დოკუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინისათვის ნატოში გაწევრიანების დახმარებასაც ისახავს მიზნად.

დოკუმენტი არ შეიცავს ვალდებულებას, უზრუნველყოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, როგორც ეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. აგრესიის ან მისი საფრთხის შემთხვევაში გათვალისწინებულია 24-საათიანი საკონსულტაციო მექანიზმი იმის დასადგენად, თუ რა ზომების მიღება შეიძლება უკრაინის თავდაცვის პოტენციალის გასაძლიერებლად.

შეთანხმება ასევე ადასტურებს შეერთებული შტატების ვალდებულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეერთებული შტატები ვალდებულებას იღებს ს იარაღის გრძელვადიანი მიწოდებით, სამხედრო პერსონალის მომზადებითა და რჩევებით დაეხმაროს.

ამავდროულად, ამერიკული გამოცემა Washington Post-ი შეახსენებს მკითხველს, რომ შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის შეთანხმება არ ითვალისწინებს კონგრესის დამტკიცებას, შესაბამისად ის ნებისმიერ დროს შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერი მომავალი ამერიკელი პრეზიდენტის მიერ. შეთანხმება არ ითვალისწინებს შეერთებული შტატების ვალდებულებებს, გაგზავნოს თავისი სამხედროები უკრაინაში და მონაწილეობა მიიღოს საომარ მოქმედებებში.
“დიდი შვიდეულის” (G7) სამიტის გახსნამდეც ჯგუფის წევრები დათანხმდნენ -ის წინადადებას, უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი გირაოდ დაეყრდნოს ს გაყინულ ქონებას. ეს შეთანხმება წარმოადგენს სთვის გამოცხადებულ მძლავრ მხარდაჭერას, მაშინაც კი, თუკი ევროპის პოლიტიკური სივრცეში მემარჯვენე სპექტრის ძალები ძლიერდებიან.
თავის მხრივ, ზელენსკიმ “დიდი შვიდეულის” სამიტზე მიღწეულ შეთანხმებას “ისტორიული დღე” უწოდა და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან მიღწეული შეთანხმება უკრაინის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დადებული უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეთანხმებაა.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გაიმეორა თავისი მოწოდება, რომ უკრაინას კიდევ შვიდი ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა “პატრიოტი” ესაჭიროება რუსეთის საავიაციო იერიშებიდან თავის დასაცავად. ჯო ბაიდენმა ამის პასუხად თქვა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები მიეწოდება.
მაგრამ რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

ასევე დაგაინტერესებთ