აქტივისტს, რომელმაც ბექა ოდიშარიას “რუსი მონა” დაუძახა, 3 ადამიანი თავს დაესხა

სამოქალაქო აქტივისტს, ბექა პაპაშვილს, რომელმაც ქართული ოცნების დეპუტატს, ს “რუსი მონა” დაუძახა, 3 ადამიანი თავს დაესხა. ამის შესახებ პაპაშვილმა მთავარ არხს განუცხადა.
“ფრესკოში” ვიყავი, სადაც ბექა ოდიშარია შემოვიდა. ჩემი პოზიცია დავაფიქსირე და ვკითხე, რუსულ კანონზე ხელი რატომ მოაწერა. დაცვა ახლდა თან და თავად და დაცვა ერთად მაყენებდნენ შეურაცხყოფას. გარეთ რომ გავედი, 3 ადამიანი დამესხა თავს. ერთ-ერთი როგორც ამბობდა, ბექა ოდიშარიას შვილია. მარტო ვიყავი, ძირს დამაგდეს და წიხლები მირტყეს. დაზიანებები ზურგისა და თავის არეში მაქვს მიღებული”. – უთხრა პაპაშვილმა მთავარი არხის ვებგვერდს.
ბექა პაპაშვილმა Facebook-ზე ვიდეო გაავრცელა, სადაც ის ქართული ოცნების დეპუტატს, ბექა ოდიშარიას “რუს მონას” ეძახის.
“”შემთხვევით, ფრესკოში რუსი ოდიშარია შემხვდა. თავისუფალი მოქალაქის წინააღმდეგობა ყველგან დაგხვდებათ. ქვეყნის გაყიდვისთვის პასუხს ყოველთვის მოგკითხავთ”. – წერს პაპაშვილი და ფრესკოში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს.