ტურისტების სავალდებულო დაზღვევა 2026 წლამდე გადავადდა

ტურისტებისთვის დაზღვევის ვალდებულება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა – პარლამენტმა ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
ტურისტებისთვის დაზღვევის ვალდებულება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა. პარლამენტმა ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
დოკუმენტში წერია, რომ, გასათვალისწინებელია, დადგენილების პროექტზე მუშაობის პროცესში გამოკვეთილი მთელი რიგი წინაპირობები, რომელთა გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, ვადის გახანგრძლივება.
„კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, „ტურიზმის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის მოქმედება შეჩერდება 2026 წლის 1 იანვრიდან, ასევე, 2026 წლის 1 იანვრამდე გადავადდება ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაც „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების მიღების თაობაზე” – წერია განმარტებით ბარათში.