კვლევა: ჰანტერ ბაიდენის ვერდიქტი ამომრჩევლებზე არ იმოქმედებს

პრეზიდენტ ს ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის სისხლის სამართლის საქმეში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ხმის მიცემის პროცესში, ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე გავლენას არ მოახდენს. საინფორმაციო სააგენტო “როიტერისა” და “იპსოსის” კვლევის მიხედვით, ასეთია საარჩევნოდ დარეგისტრირებული ამომრჩევლების უმრავლესობის – 80 პროცენტის განწყობა, ორივე პარტიიდან.
კვლევის მიხედვით, სისხლის სამართლის დამნაშავედ ყოფილი პრეზიდენტის, ს ცნობამ, ოდნავ მეტი ამომრჩეველი დააფიქრა. გამოკითხულთა 61% ვარაუდობს, რომ ხმის მიცემის დროს, მათ არჩევანზე მომხდარს გავლენა არ ექნება.
არჩევნებამდე 5 თვით ადრე მოქმედი დემოკრატი პრეზიდენტის ვაჟი და სავარაუდოდ პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი – დონალდ ტრამპი – ორივე დამნაშავედაა ცნობილი. საარჩევნო წელს ყურადღების დიდი ნაწილი, კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებსა და საჯარო გამოსვლებთან ერთად, სწორედ სასამართლო დარბაზებისკენაა მიმართული.
ჯო ბაიდენი ვაჟის საქმისგან დისტანცირებას უკვე თვეებია ცდილობს და ამ თემაზე საჯარო განცხადებებს არ აკეთებს, რათა ეს იუსტიციის დეპარტმენტზე წნეხად არ იყოს მიჩნეული. თუმცა, ოჯახთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ 81 წლის პრეზიდენტი ვაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გამუდმებით წუხს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!