ფულის გათეთრების კანონმდებლობის დარღვევაზე ყველაზე მეტი ჯარიმა სავალუტო ჯიხურებზე და ბანკებზე გამოიწერა

ფულის გათეთრების კანონმდებლობის დარღვევაზე ყველაზე მეტი ჯარიმა სავალუტო ჯიხურებზე მოდის. ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, ამ ტიპის დარღვევებზე სავალუტო ჯიხურები ჯამში 595 400 ლარით დაჯარიმდნენ, მეორე ადგილზეა კომერციული ბანკები – 257 800 ლარის ჯარიმით, ხოლო მესამეზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომელთა მიმართაც 129 600 ლარის ჯარიმა გამოიწერა. მეოთხე და მეხუთე ადგილს კი საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და საბროკერო კომპანია იკავებს.
2023 წელს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობამ ჯამურად, 1 195 800 ლარი შეადგინა.
სებ-ის მიერ 2023 წელს გაცემული რეკომენდაციების სტატისტიკა კი შემდეგია :
· ვალუტის გადამცვლელი პუნქტი – 167 რეკომენდაცია.
· სესხის გამცემი სუბიექტი – 117 რეკომენდაცია;
· მიკროსაფინანსო ორგანიზაციები – 73 რეკომენდაცია;
· კომერციული ბანკები – 39 რეკომენდაცია;
· საბროკერო კომპანიები – 18 რეკომენდაცია;
· საგადახდო მომსახურების პროვაიდერი – 15 რეკომენდაცია.