ევროკავშირის სასამართლომ უნგრეთს მიგრანტების პოლიტიკის გამო 200 მილიონი ევროს ჯარიმის გადახადა დააკისრა – Reuters

ევროკავშირის სასამართლომ უნგრეთს მიგრანტების პოლიტიკის გამო 200 მილიონი ევროს ჯარიმის გადახადა დააკისრა – Reuters
ევროკავშირის სასამართლომ უნგრეთს 200 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. მიზეზი მისი უარია, განახორციელოს ცვლილებები მიგრანტებისა და თავშესაფრების მაძიებლების მიმართ.
“ეს გადაწყვეტილება აღმაშფოთებელი და მიუღებელია” – განაცხადა უნგრეთის პრემიერ- მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, რომელმაც განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ბუდაპეშტის მთავრობა, რომელმაც მანამდე უარი თქვა 2020 წლის სასამართლოს გადაწყვეტილეის შესრულებაზე, ვალდებული იქნება გადაიხადოს დღიური ჯარიმა ერთი მილიონი ევროს ოდენობით, იქამდე, ვიდრე არ განახორციელებს მითითებებს.
მოქმედი კანონმდებლობით, ადამიანებს თავშესაფრის მოთხოვნის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ უნგრეთის საზღვრებს გარეთ, მის მეზობლად მდებარე ქვეყნების საელჩოებში სერბეთსა და ში. მათ, ვინც ცდილობენ საზღვრის კვეთას, უკან აბრუნებენ.
Next: ჩემი თხოვნაა, სასწავლო სახელმძღვანელოში შეტანილი იქნას ისტორიული ხინოს ხეობა, რომელიც ქობულეთისთვის და არა მხოლოდ მისთვის არის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილი

ასევე დაგაინტერესებთ