აშშ-ის შემდეგ მოსკოვის საფონდო ბირჟის წინააღმდეგ სანქციები ბრიტანეთმაც დააწესა

დიდმა ბრიტანეთმა, მთავრობის ვებგვერდის თანახმად, სანქციები დააწესა მოსკოვის ბირჟის, ეროვნული საკლირინგო ცენტრისა და გაანგარიშების ეროვნული დეპოზიტარის წინააღმდეგ. ერთი დღით ადრე მსგავსი სანქციები შეერთებულმა შტატებმა დააწესა.
შეზღუდვები დაწესდა იმის გამო, რომ აღნიშნული ორგანიზაციები ჩართულნი იყვნენ ს მთავრობის მიერ ეკონომიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებში სარგებლის მიღებაში.
სანქცირებულ პირებს შორის არიან მოსკოვის საფონდო ბირჟის საბჭოს თავმჯდომარე იური დენისოვი, S8 კაპიტალის მფლობელი არმენ სარქისიანი და ჩეჩნეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და სააქციო საზოგადოება „დანონ როსიას“ ხელმძღვანელი, იაკუბ ზაქრიევი.

ჯამში, სანქცირებულთა სიას შვიდი ფიზიკური პირი და 35 კომპანია დაემატა.
12 ივნისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა ში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები და ჩამონათვალს დაამატა მოსკოვის ბირჟაც(MOEX).მამის გამო მოსკოვის ბირჟა იძულებული გახდა, 13 ივნისიდან, შეეწყვიტა ამერიკული დოლარითა და ევროთი ვაჭრობა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც