ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე საჯარო სასეირნო სივრცე, ბულვარი და საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეები განთავსდება 9 ჰექტარზე – თორნიკე რიჟვაძე

ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე საჯარო სასეირნო სივრცე, ბულვარი და საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეები განთავსდება 9 ჰექტარზე. პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან საერთაშორისო საინჟინრო და არქიტექტურული კომპანიები, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, პროექტში 7000 ჩვენი მოქალაქე დასაქმდება.