“ბალდაში არსებული მდგომარეობა საშიშ ფორმებს იღებს” – ომბუდსმენის მიმართვა მინისტრს და სააგენტოს ხელმძღვანელებს

ბალდაში მომხდარ ფაქტს ეხმაურება სახალხო დამცველი:
,,სახალხო დამცველი შეშფოთებულია სოფელ ბალდაში განვითარებული მოვლენებით და მიიჩნევს, რომ არსებული მდგომარეობა დღითიდღე კიდევ უფრო დაძაბულ და საშიშ ფორმებს იღებს. ამდენად, აუცილებელია, სახელმწიფომ გადადგას ყველა ქმედითი ნაბიჯი სიტუაციის განსამუხტად და კრიზისიდან გამოსვლის გზების მოსაძებნად; აღნიშნულის მისაღწევად კი პროტესტის მონაწილეებთან დიალოგსა და მედიაციას ალტერნატივა არ აქვს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში არსებული კრიზისული ვითარების, ასევე, თავად განსახილველი საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელებს – გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი და უახლოეს დღეებში უზრუნველყონ დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრა, მაქსიმალურად გაითვალისწინონ შეხვედრის მოსახლეობისთვის სასურველი ფორმატი და ხელი შეუწყონ ნდობაზე დაფუძნებულ და შედეგზე ორიენტირებულ დიალოგს.”
შეგახსენებთ, პროკურატურამ მარტვილის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობის და მუქარის ფაქტებზე დაკავებულ სამ პირს, ძმებ ხურცილავებს, ასევე კანიონზე მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგეს, ინდიკო ბჟალავას ბრალდება წარუდგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება