აშშ-ის შემდეგ მოსკოვის ბირჟა დიდმა ბრიტანეთმაც დაასანქცირა

აშშ-ის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა ს წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. 40-ზე მეტ ახალ პოზიციას შორის მოსკოვის ბირჟა, ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარი, სანქტ-პეტერბურგის ბირჟა და „ინგოსსტრახიც” მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მარეგულირებლის სანქციების იმპლემენტაციის ოფისი (OFSI) ავრცელებს
სანქციები, ასევე, შეეხო „ვოლგა-დნეპრს“, Murmansk LNG-ს, NOVATEK Murmansk-ს, Modern Marine Arctic LNG Transport-ს, „რუსქიმალიანსს“, მანქანათმშენებელ ქარხანა „ალიანსს“, კომბინატ „კამენსკის“, „რუსატომ არქტიკას“, სამეცნიერო-კვლევით საავტომობილო ინსტიტუტ NAMI-ს, „ვინირ-პროგრესს“, ყაზანის სახელმწიფო და ტამბოვის დენთის ქარხნებს.
მთლიანობაში, სიაში 7 ფიზიკური პირი და 35 კომპანია მოხვდა. ფიზიკურ პირებს შორის არიან S8 Capital-ის მფლობელი, არმენ სარქისიანი, Astra-ჯგუფის თანამფლობელი, დენის ფროლოვი, ჩეჩნეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და Danone-ის რუსული შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელი, იაკუბ ზაკრიევი, მოსკოვის ბირჟის ხელმძღვანელი, იური დენისოვი, საინვესტიციო ჯგუფ Insight-ის ბენეფიციარი, ავეტ მირაქიანი, კომპანია Kismet Capital Group-ის დამფუძნებელი, ივან ტავრინი.