დრონების საფრთხისგან დასაცავად სოჭის აეროპორტში ბომბსაფრის პროექტირება იგეგმება

კრასნოდარის საერთაშორისო აეროპორტი ეძებს კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც სოჭის აეროპორტში მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში თავშესაფრის პროექტს შექმნის. სახელმწიფო შესყიდვების ვებსაიტის თანახმად, ამ მიზნებისათვის გამოყოფილია თითქმის 40 მილიონი რუბლი.
სატენდერო დოკუმენტაციით, რომლის შინაარსსაც რადიო თავისუფლების პროექტი „კავკაზ.რეალიი“ გაეცნო, პროექტირებით გათვალისწინებულმა ნაგებობამ უნდა უზრუნველყოს დარტყმის ტალღის, მომწამვლელი ნივთიერებების, რადიაციისა და ბაქტერიოლოგიური საშუალებების ზემოქმედებისგან დაცვა.
საავიაციო თავშესაფრის პროექტის შესაქმნელად კონტრაქტორს მიეცემა არაუმეტეს 300 დღე. ძირითადი პროექტის გარდა, მას მოუწევს წარადგინოს უკვე არსებული დამცავი სტრუქტურების დემონტაჟის გეგმაც. მაგრამ უცნობია, თუ რა არის მათი შეცვლის მიზეზი.

გასული წლის აგვისტოს ბოლოს სოჭის აეროპორტისათვის შეძენილი იქნა დრონსაწინააღმდეგო შეიარაღება. ობიექტზე მანამდე დრონებით პირდაპირი შეტევა არ განხორციელებულა, მაგრამ გასული წლის სექტემბერში იყო შემთხვევა, როდესაც უპილოტო საფრენი აპარატი ადლერში მდებარე სტრატეგიული ობიექტიდან მდებარე დიზელის საწვავის რეზერვუარს მოხვდა.
· 2022 წლის დასაწყისიდან სამხრეთ რუსეთის რეგიონებში აქტიურად დაიწყეს საბჭოთა დროიდან მიტოვებული ბომბსაფრების აღდგენა-განახლება. ეს გამოწვეულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომით, რომლის დროსაც უპილოტო ავიაცია სულ უფრო და უფრო ხშირად ახორციელებს დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებზე.
· მიმდინარე წლის 8 ივნისს მათ შორის პირველად აღმოჩნდა ჩრდილოეთი ოსეთი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად