მედია – პოლონეთი მის ტერიტორიაზე განლაგებული Patriot-ის სისტემის უკრაინისთვის გადაცემის წინააღმდეგია

პოლონეთი მის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკული Patriot-ის სისტემის უკრაინისთვის გადაცემას არ ეთანხმება, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მოადგილე, ცეზარი ტომჩიკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„პოლონეთი არ დათანხმდა პოლონური ბატარეის გადაცემას, პოლონური Patriot-ები იცავენ პოლონეთის ცას და ეს არ შეიცვლება“, – წერს ტომჩიკი.
თავის მხრივ, პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა, იაცეკ სივერამ განაცხადა, რომ პოლონეთში განლაგებული ამერიკული Patriot-ის დანადგარები ს არ უნდა გადაეცეს. მისი თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით ამერიკელ კოლეგა ჯეიკ სალივანთან საუბარს გეგმავს, რადგან მედიაში გავრცელებული ინფორმაცია შემაშფოთებელია.
„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის გავლითაც იგზავნება სამხედრო დახმარების უმეტესი ნაწილი, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ფრთოსანი რაკეტით სამჯერ დაირღვა საჰაერო სივრცე, რამაც ორი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, ქვეყანა, რომელსაც გადამწვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ უკრაინის მომარაგებისთვის, არამედ აღმოსავლეთ ფლანგზე მთელი შეკავების სისტემისთვის და შესაძლო თავდაცვის მომზადებისთვის“, – აღნიშნა იაცეკ სივერამ.
შეგახსენებთ, გუშინ, The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, პოლონეთში დისლოცირებული ამერიკული Patriot-ის სისტემის უკრაინაში გაგზავნას გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – ყველაზე აქტიურები ბალტიისპირელები არიან – მათი მიზნები გასაგებია, ურჩევნიათ საქართველო რუსეთთან დაპირისპირებული იყოს და რუსეთის აგრესია მათზე არ წავიდეს – ეს უკვე იშიფრება და ამაზე საჭიროა ღიად საუბარი!