სასკოლო კვების პროგრამის მოდელი 1-2 თვის ფარგლებში გახდება ცნობილი – განათლების მინისტრი

მინდა საზოგადოებას დავპირდე, 1-2 თვის ფარგლებში, ჩვენ უკვე შევძლებთ კონკრეტული მოდელები და კონკრეტული ვადები გითხრათ, რომელ სკოლაში და რომელ რეგიონში დავიწყებთ სასკოლო კვების პროგრამას, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
„მინდა საზოგადოებას დავპირდე, 1-2 თვის ფარგლებში, ჩვენ უკვე შევძლებთ კონკრეტული მოდელები და კონკრეტული ვადები გითხრათ, რომელ სკოლაში და რომელ რეგიონში დავიწყებთ სასკოლო კვების პროგრამას.
არის ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია – „კვება, ჯანმრთელობა და განათლება ყველა ბავშვისთვის” – ამის წევრი გახდა ჩვენი სამინისტრო, სადაც ეროვნული ვალდებულებები განვსაზღვრეთ და გავიზიარებთ წარმატებული ქვეყნების მაგალითსა და გამოცდილებას”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
გიორგი ამილახვარის თქმით, ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც ამ პრობლემის მოგვარება დაიწყო, „ქართული ოცნებაა”.
„საზოგადოებას მინდა სრულყოფილი ანგარიში ჩავაბარო. სამწუხაროდ, ოპონენტების ნაწილი არ არის, ამიტომ ვიცი, რომ იქნებოდა ამ თემაზე კითხვები, ამიტომ არ მინდა ვინსმეს თქმის საფუძველი დავუტოვოთ, რომ რაიმეზე თქმის საფუძველი არ გვაქვს.
ისე დახატეს, თითქოს ჩვენს მიერ შექმნილია ეს პრობლემა და არ არსებობს 30 წელზე მეტია. ვინ, ვინ და ჩვენ მოვკიდეთ ხელი ამ რეფორმას და ვეჭიდებით. რეალურ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ დავიწყოთ ამ პროცესის განხორციელება.
პირველი, ყველა არსებულ ბუფეტში, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში, განვსაზღვრეთ ის მინიმალური სტანდარტები ჰიგიენის, სურსათის უვნებლობის პროდუქტთა ჩამონათვალი, რომელიც დასაშვებია ან არ არის დასაშვები იყოს სასკოლო სივრცეში. რა თქმა უნდა, ყველა შესაბამის უწყებასთან კონსულტაციაა გავლილი და ამან მეტ-ნაკლებად დაარეგულირა ის გამოწვევები,რომელიც არსებობდა.
მეორე, სწორი ანალიზისთვის თითოეული სკოლა დეტალურად შევისწავლეთ, რომ კონკრეტულ მოდელებზე გადაწყვეტილება მიგვეღო. ამ მიზნით სამინისტროში დამტკიცდა სასკოლო კვების პროგრამა, სადაც ჩვენმა ექსპერტებმა თითოეული სკოლა აღწერეს, რომ კონკრეტული ეტაპები დაგვენერგა” ,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ასევე დაგაინტერესებთ