რუსეთში “მეტას” პრესსპიკერს დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა

რუსეთმა, „ტერორიზმის წახალისების“ ბრალდებით, დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა ფეისბუკისა და ინსტაგრამის მფლობელი კომპანიის – „მეტას“ კომუნიკაციების დირექტორ ენდი სტოუნს და ძებნილად გამოაცხადა.
რუსული გამოცემა „მედიაზონის“ ცნობით, „მეტას“ წინააღმდეგ გამოძიება რუსეთს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2022 წლის 11 მარტს დაიწყო, როდესაც კომპანიამ უარი განაცხადა, დაებლოკა უკრაინელი მომხმარებლები, რომლებიც ს სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ფეისბუკზე წერდნენ: „სიკვდილი რუს ოკუპანტებს“.
„მეტას“ ეს გადაწყვეტილება სწორედ ენდი სტოუნმა გამოაცხადა, რომელიც მაშინაც კორპორაციის პრესსპიკერი იყო.
სწორედ ამ პერიოდში დაბლოკეს რუსეთში ფეისბუკი და ინსტაგრამი, ამ პლატფორმების მფლობლი „მეტა“ კი ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს.
დაწერეთ კომენტარი