ბორის პისტორიუსი – გერმანია უკრაინას Patriot-ების საკუთარი მარაგის მეოთხედს გადასცემს, მეტის მიწოდების შესაძლებლობა არ არსებობს

გერმანია ს Patriot-ის მესამე სისტემის გადაცემით, რომელსაც ქვეყანა უახლოეს მომავალში მიიღებს, ამ იარაღის საკუთარი მარაგის მეოთხედს გადასცემს, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„ეს არის ჩვენი საკუთარი რეზერვების მეოთხედი, მეტის გადაცემის შესაძლებლობა არ არსებობს“, – არ აღნიშნა პისტორიუსმა.
მისი თქმით, გერმანიამ წამოიწყო ინიციატივა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, რომელმაც უკვე მიაღწია გარკვეულ წარმატებას, მაგრამ გაუმჯობესება კიდევაა შესაძლებელი.
პისტორიუსმა განმარტა, რომ გერმანია უზრუნველყოფს Patriot-ის მართვაზე წვრთნებს და უკრაინას რაკეტებს გადასცემს. კერძოდ, უკრაინას, ცოტა ხნის წინ, 32 ასეთი რაკეტა გადაეცა, კიდევ 68-ის მიწოდება კი უახლოეს დღეებსა და კვირებში იგეგმება.
„ამ რაკეტების შეძენა განხორციელდა გერმანიის, დანიის, ნორვეგიისა და ნიდერლანდების ერთობლივი ძალისხმევის ფარგლებში“, – აღნიშნა პისტორიუსმა.
მისი თქმით, პარტნიორები აგრძელებენ Patriot-ის წარმოების გაზრდის ყველა შესაძლებლობის შესწავლას, აწარმოებენ მოლაპარაკებებს მწარმოებლებთან -ში ა.შ., მაგრამ პრობლემა ის არის, რომ წარმოებას და მიწოდებას დრო სჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – ყველაზე აქტიურები ბალტიისპირელები არიან – მათი მიზნები გასაგებია, ურჩევნიათ საქართველო რუსეთთან დაპირისპირებული იყოს და რუსეთის აგრესია მათზე არ წავიდეს – ეს უკვე იშიფრება და ამაზე საჭიროა ღიად საუბარი!