“აი, ამიტომ გადავწყვიტე “ტორპედოში” გადმოსვლა” – მამადუ სახოს ინტერვიუ

ცნობილი ფრანგი ცენტრალური მცველი მამადუ სახო გუშინ ღამით საქართველოში ჩამოფრინდა, დღეს კი სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.
“ლივერპულისა” და “პარი სენ ჟერმენის” ყოფილმა მოთამაშემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ქუთაისურ კლუბში თამაში გადაწყვიტა.
“კლუბის პრეზიდენტთან, გენერალურ დირექტორთან და მთავარ მწვრთნელთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ ტორპედოს დიდი ამბიციები აქვს, რაც ძალიან მომეწონა.
ფეხბურთის მეშვეობით ახალი ქვეყნისა და კულტურის გაცნობის შესაძლებლობა გაქვს. ჩემთვის საქართველოში ჩამოსვლა ახალი გამოწვევაა და გახარებული ვარ. ვფიქრობ, რომ ეს საინტერესო იქნება, რადგან
საკმაოდ ამბიციურ კლუბში მოვედი. გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი ფაქტორი სწორედ ეს იყო.
კარიერის განმავლობაში მოედანზე ყოველთვის 100%-ით ვიხარჯებოდი. ასე იქნება ახლაც. გულშემატკივარს მოვუწოდებ ჩვენს საგულშემატკივროდ მოვიდნენ, რადგან მათი ბედნიერებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”, – განაცხადა სახომ.
წყარო: FC Torpedo Kutaisi

“ის არა მარტო ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება, არამედ ამ საქმესაც შეითავსებს” – “ტორპედომ” სახოს ტრანსფერი დაადასტურა და ფეხბურთელობის გარდა, მისი სხვა საქმიანობაც გვამცნო

ვაი ამათ პატრონს, ამის მოთრევისთვის! მამადუ არა კაკადუ არ გინდათ? ყარეთ ეხლა ამის შენახვისთვი კაი მაყუთები, და რატომაც იტყოდა უარს? ბარემღა მთელი აფრიკა შემოიყვანეთ და ავშენდებით!