მოსკოვის ბირჟის აქციები 16%-მდე დაეცა – უფასურდება უმსხვილესი რუსული კომპანიების აქციებიც

მოსკოვის ბირჟის აქციები 16%-მდე დაეცა, – ამის შესახებ რუსული Frobes წერს.
13 ივნისს ვაჭრობის დასაწყისში მოსკოვის აქციები მინიმუმ 15,83%-მდე – 212,04 რუბლამდე დაეცა მას შემდეგ, რაც -მ, 12 ივნისს, მოსკოვის ბირჟისა და მის ჯგუფში შემავალი ეროვნული კლირინგ-ცენტრისა და ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მოსკოვის დროით 10:24 საათზე ვარდნა 7%-მდე შემცირდა, ფასიანი ქაღალდების ღირებულება 234,31 რუბლს შეადგენს.
13 ივნისს, მოსკოვის ბირჟის აქციები, ვაჭრობის დასაწყისში, მინიმუმ 15,83%-მდე – 212,04 რუბლამდე დაეცა.
მოსკოვის ბირჟის ინდექსი თითქმის 4,4%-ით დაეცა 3032,05 პუნქტამდე, რაც 2023 წლის 15 დეკემბრიდან მინიმალური ფასია. მოსკოვის დროით 10:28 საათზე კლება 1,22%-მდე შენელდა და მოსკოვის ბირჟის ინდექსმა 3132,53 პუნქტი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 13 ივნისი არის მოსკოვის ბირჟის აქციების შესყიდვის ბოლო დღე 2023 წლის დივიდენდებისთვის, რომლის ღირებულება 17,35 რუბლი იყო თითო აქციაზე.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამის პარალელურად, უფასურდება უმსხვილესი კომპანიების აქციებიც. მაგალითად, ვაჭრობის გახსნიდან რამდენიმე წუთში „სბერბანკის“ აქციების ღირებულება 1.17%-ით დაეცა, „ლუკოილის“ – 2.21%-ით, „გაზპრომის“ – 2.1%-ით.
11 ივნისს, ვაჭრობის დასასრულს, მოსკოვის ბირჟის აქციების ფასები 251,94 რუბლს შეადგენდა. მათ ვერ განაახლეს ისტორიული მაქსიმუმი – 252,68 რუბლი.