BRICS-ის თამაშებზე საქართველოს დროშაც გამოჩნდა, ოკუპირებული რეგიონების დროშებთან ერთად

12 ივნისს რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ცენტრ ყაზანში BRICS-ის თამაშებზე საქართველოს დროშა გამოჩნდა.
ამ სპორტულ თამაშებში მონაწილეობას იღებენ ოკუპირებული სა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებიც. ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე მონაწილეებმა ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. სახელმწიფო დროშები გამოიტანეს.
BRICS-ი არის ბრაზილიის, ს, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ორგანიზაცია, რომელშიც არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირანი, ეგვიპრე და ეთიოპიაც გაწევრიანდა.
როგორც რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ТАСС-ი წერდა: “შეჯიბრის სახელის მიუხედავად, მასში მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს შეუძლია”.
BRICS-ის თამაშების საიტზე წერია, რომ ჭიდაობის ერთ-ერთ სახეობაში მონაწილეობს ორი ქართველი სპორტსმენი ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე.
რადიო თავისუფლების ქართული სამსახური წერს, რომ ისინი ელენე ქებაძე დაუკავშირდნენ და სპორტსმენის თქმით, ამ შეჯიბრში არ მონაწილეობენ და ეს “რაღაც შეცდომაა”.
თამაშებზე ოკუპირებული აფხაზეთის გუნდს 49 მონაწილე წარმოადგენს, ოკუპირებული ცხინვალის გუნდს კი – 22.
12 ივნისის გახსნის ცერემონიის დროს მონაწილეებს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმაც ეკრანიდან მიმართა.