საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი – 2024“ გაიხსნა

საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი – 2024“ გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლი – „ჰელვერის ღამე“.
ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საერთაშორისო ფესტივალი იმერეთის 20-მდე პროფესიულ, სამოქალაქო და სახალხო თეატრს აერთიანებს. ფესტივალში ასევე, მოლდოვისა და ლიეტუვას თეატრები მონაწილეობს.
„იმერეთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი არის ჩვენი სავიზიტო ბარათი თეატრალურ სამყაროში. ფესტივალი წელს კიდევ უფრო მასშტაბურია. გარდა იმისა, რომ მონაწილეობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თეატრები იღებენ, ასევე ლიეტუვისა და მოლდოვის თეატრები მონაწილეობენ. თეატრის მოყვარულებს ძალიან საინტერესო ორი კვირა ელოდებათ. მათ ახალ სპექტაკლებს შევთავაზებთ. ასე, რომ ამ პერიოდში მთლიანად იმერეთის მასშტაბით იქნება თეატრალური ზეიმი,” – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ.
მათივე ცნობით, იმერეთის თეატრალური ფესტივალი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. რეჟისორები და მსახიობები პუბლიკის წინაშე კომედიურ, ტრაგედიულ, დრამატულ, ტრაგიკომიკურ და სხვა ხასიათის სპექტაკლებს წარადგენენ.
„თეატრალური იმერეთის“ ფარგლებში 12 ივნისიდან 26 ივნისამდე 17 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი და საზოგადოებას საშუალება ექნება წარმოდგენებს უსასყიდლოდ დაესწროს და თეატრალურ ხელოვნებას ეზიაროს.
ფესტივალის ორგანიზატორებმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საერთაშორისო ფესტივალის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური პრიზით – „ქართული თეატრის ქომაგი” დააჯილდოვეს.
საერთაშორისო ფესტივალმა წელს მე-15 სეზონი გახსნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად